1.1 კოდი მოჩვენებისგან

1.1 კოდი მოჩვენებისგან#

ფილმში “ინტერსტელარი” არის მომენტი, სადაც “მოჩვენება” ცდილობს კუპერებს გადასცეს ინფორმაცია. იგი ოთახში დატრიალებულ მტვერზე ზემოქმედებით იატაკზე გამოსახავს ხაზებს.

Ghost Scene

მისი კოდირების სისტემა ცნობილი არ არის. თქვენ როგორც უკვე ინფორმაციაში გარკვეულმა ადამიანმა, უნდა დაეხმაროთ კუპერებს, გაიგონ თუ რა ინფორმაციის გადაცემას ცდილობს “მოჩვენება”.

ხაზები გამოიყურება შემდეგნაირად:

Ghost Code

გამოიცანით რომელი კოდირების სისტემა გამოიყენა მოჩვენებამ, გადათარგმნეთ იგი და გაიგეთ გამოგზავნილი ინფორმაცია.


მინიშნება: ინფორმაცია წარმოადგენს რუკის კოორდინატებს.