2.2 ააშენე სკოლები

2.2 ააშენე სკოლები#

კომპანია “Karlo Development”-მა ტენდერი მოიგო! ახლა ჩვენი მიზანია შევქმნათ ალგორითმი სკოლების ასაშენებლად 🏗️

ასაშენებელი ადგილები მონიშნულია 1 ცალი აგურით, კარლომ უნდა ჩაიაროს ბოლომდე რუკა და სადაც შეხვდება აგური, იქ უნდა ააგოს 2x3 ზომის სკოლა, როგორც ქვემოთ ვიდეოზეა მოცემული:


demo

მომავალში კიდევ იგეგმება ტენდერები, ამიტომ კოდი უნდა იყოს გათვლილი ნებისმიერი ზომის რუკასა და ასაშენებელ წერტილზე. ამისათვის პრობლემა დაყავი ნაწილებად (შექმენი შენი ბრძანებები) და გამოიყენე მაკონტროლებელი სტრუქტურები & პირობები ეფექტური ალგორითმის შესაქმნელად.

მინიშნება: შექმენი ცალკე ბრძანება build_school()


გჭირდება დახმარება? იხილე კარლოს დოკუმენტაცია