კარლოს დოკუმენტაცია#
კარლოს ბრძანებები#
move()
კარლო ერთი ნაბიჯით მოძრაობს წინ.turn_left()
კარლო 90 გრადუსით ბრუნდება მარცხნივ.pick()
კარლო იღებს აგურს იმ ადგილზე, სადაც იმყოფება.put()
კარლო ათავსებს აგურს იმ ადგილზე, სადაც იმყოფება.
ფუნქციები და ციკლები#
დროებითი ფუნქციების შექმნა#
კარლოსთვის ახალი ინსტრუქციების განსაზღვრა შესაძლებელია ფუნქციის საშუალებით:
def turn_right():
turn_left()
turn_left()
turn_left()
ეს ფუნქცია შემდეგში შეგიძლიათ გამოიყენოთ კარლოს მოქმედებების გამარტივებისთვის.
მთავარი ფუნქცია#
პროგრამა იწყება main()
ფუნქციის შესრულებით.
მაგალითი:
def main():
move()
turn_left()
ციკლები#
For ციკლი#
როდესაც კონკრეტული რაოდენობით მოქმედებაა საჭირო, გამოიყენეთ for
ციკლი.
მაგალითი:
for i in range(3):
move()
ეს კოდი კარლოს სამჯერ გადაადგილებს წინ.
While ციკლი#
როდესაც მოქმედება გვინდა მოხდეს, te პირობა ჭეშმარიტია, გამოიყენეთ while
ციკლი.
მაგალითი:
while front_is_clear():
move()
კარლო იმოძრავებს წინ, სანამ წინ არის სივრცე.
პირობები#
If პირობა#
კარლოს შეუძლია მოქმედება გარკვეული პირობის მიხედვით.
მაგალითი:
if front_is_clear():
move()
If-Else პირობა#
როდესაც პირობა არ სრულდება, კარლოს შეუძლია სხვა ალტერნატივაზე გადასვლა.
მაგალითი:
if front_is_clear():
move()
else:
turn_left()
კომენტარები#
როდესაც გვინდა დავწეროთ ტექსტი, რომელიც გვინდა დააიგნოროს კარლომ, ხაზი დავიწყოთ #
-ით. ასეთ ხაზებს ეწოდება კომენტარი.
მაგალითი:
def main():
# კარლო მოძრაობს წინ
move()
გავარჯიშება#
იმუშავეთ კარლოსთან ქვემოთ მოცემული სავარჯიშო რუკის გამოყენებით: