დავალებები#

მოცემულ ამოცანებზე მუშაობით ლექციაზე მიღებულ ცოდნას გაიღრმავებ და პრაკტიკულად გამოცდი შენს უნარებს. დავალებებში ასევე ჩაქსოვილია დამატებითი ცნებები და თემები, რაც ძალიან გამოგადგება შემდეგი ლექციების შესწავლაში.

ამ ნაწილის დავალებები დაყოფილია ორ სექციად:

1. ინფორმაცია#

გაშიფრე მოჩვენების გამოგზავნილი კოდი და გაიგე რა ინფორმაცია გადმოსცა მან კუპერებს 👻

გადათარგმნე ქართული ტექსტი, ჩაკრულოს ფრაგმენტი და საქართველოს დროშის სურათი ორობით სისტემაში კოსმოსში გასაგზავნად 🚀

2. კარლოს პროგრამირება#

დაუწერე კარლოს ალგორითმი, ამანათის ოთახში შემოსატანად 📦

დაეხმარე კარლოს სკოლების აშენებაში️ 🏗️

შეაკეთე დაზიანებული ხიდები კარლოს სამყაროში 🌉

ააგროვე ბიულეტინები არჩევნებზე 🗳

დაეხმარე კარლოს აგურების გაორმაგებაში 🧱


კარლოს დავალებების შესრულების პარალელურად, შეგიძლია იხილო ჩვენი ამონახსნები თითოეული ამოცანისთვის.